ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის ხელმძღვანელობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გაიმართა

21.03.2020წ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის ხელმძღვანელობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ჯგუფის სამუშაო გეგმებზე ისაუბრა.

მერის განცხადებით, კონტროლზე იქნება აყვანილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესული თითოეული მოქალაქე, რათა შესაბამის სამსახურებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული და მოსალოდნელი ვითარების შესახებ, შედეგად მოხდება რისკების დროული განსაზღვრა და ეფექტური მოქმედება.

ონის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში იზღუდება აგრარული ბაზრის ფუნქციონიერების გარკვეული ნაწილი, კერძოდ, დროებით შეწყდება ტანსაცმლით ვაჭრობა, ხოლო სასურსათო სავაჭრო დახლები განლაგდება მხოლოდ ღია სივრცეში, მაქსიმალურად მოხდება ხალხის ნაკადის გაკონტროლება და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, მერის დავალებით სამუშაო ჯგუფის თითოეულმა წევრმა მათ სამოქმედო სფეროში მოქალაქეებზე მაქსიმალური გავლენა უნდა იქონიონ, რათა მოხდეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დადგენილი წესების გათვალისწინება.

“უპირველეს ყოვლისა, გაკონტროლებული იქნება შეკრებების და თავყრილობების მაქსიმალური შეზღუდვა.
ურთიერთპატივისცემით, თნამშრომლობით, რეკომენდაციის წესების გათავალისწინებით და რაც მთავარია, სახლში დარჩენით შესაძლებელი იქნება ვირუსის გავრცელების დროული და ეფექტური პრევენცია”, – აღნიშნა ემზარ საბანაძემ.

საგანგებო მდგომარების პერიოდში დადგენილ წესებსა და მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მოსახლეობას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.