7 თებერვალს მონიტორინგი ჩაუტარდა უწერის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფ.ნიგავზების და უწერის გზის წმენდის სამუშაოებს.

06.02.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თოვლისა და მეწყრისგან წმენდის სამუშაოების კონტროლის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ჯგუფს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე ხელმძღვანელობს, საქმიანობას მონიტორინგს კი პირადად ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე უწევს.
სამუშაო ჯგუფში ჩართულია ასევე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე-ბაჩანა მარკოიშვილი.

7 თებერვალს მონიტორინგი ჩაუტარდა უწერის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფ.ნიგავზების და უწერის გზის წმენდის სამუშაოებს.