13
მიმდინარე წლის 20 მაისს სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ონის მუნიციპალიტეტი, ძლიერი წვიმის შედეგად მოდიდდა მდინარე რიონი და მისი შენაკადები, მდინარე „ღარულა” და „ჯეჯორა.“ წარმოიქმნა ღვარცოფები და მეწყრული კერები,რამაც საერთო ჯამში მწყობრიდან გამოიყვანა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები,სანიაღვრე არხები,ნაპირსამაგრები გაბიონები.სტიქიამ ზარალი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი,მოხდა დაზიანებული უბნების დათვალიერება-აღწერა და დადგინდა საორიენტაციო ზარალი.კომისია კვლავ აგრძელებს მუშაობას