ონის მუნიციპალიტეტში სპორტის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

by magda

06.04.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში სპორტის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
6 აპრილს ქალაქ ონის ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე სპორტულ კომპლექსში და შურა მაისურაძის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა ტურნირები კალათბურთში, მკლავჭიდში, მინი- ფეხბურთსა და ჭიდაობაში
სპორტულ ღონისძიებებში ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსი და ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა „მამისონი“ იღებდნენ მონაწილეობას.
სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილე წარმატებული ახალგაზრდები და გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content