USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში ონში, საინფორმაციო სესია გაიმართა სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით

by magda

22.03.2023წ.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში ონში, საინფორმაციო სესია გაიმართა სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.
კონკურსის მიზანია სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, მათი თემების ლიდერებად თუ მუნიციპალური განვითარების მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბება. საგრანტო პროგრამა დაეხმარება სათემო ორგანიზაციებს სამიზნე აუდიტორიის გაფართოებაში. კერძოდ, პროგრამა ხელს შეუწყობს სათემო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებას, საქმიანობენ გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებებისაგან გამოწვეული შედეგების შემარბილებელი ღონისძიებებისა და გაუმჯობესებული ბიზნეს გარემოს ადვოკატირების მიმართულებით.
სრული ინფორმაცია საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე:
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 25 მარტი, 2023 წელი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 აპრილი, 2023 წელი

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content