8
09.03.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
9 მარტს, საერთო კრებები ჩატარდა შქმერის, ბარის და სორის ადმინისტრაციული ერთეულებში, სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
სოფელი შქმერი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელი უშოლთა – წყლის სისტემის და გზის რეაბილიტაცია;
სოფელი ხარისთვალი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელი სორი – სანიაღვრე არხების მოწყობა;
სოფელი გადამში – ხიდის რეაბილიტაცია;
სოფელი ჭვებარი – ხიდის რეაბილიტაცია;
სოფელი ზემო ბარი – შიდა გზების რეაბილიტაცია, გარე განათების წერტილების დამატება;
სოფელი ქვემო ბარი – სანიაღვრე არხის მოწყობა, ხიდ-ბოგირის მოწყობა;
სოფელი სამთისი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფელი ჭიბრევი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხის მოწყობა, გარე განათების წერტილების დამატება.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად.
ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.