ქალაქ ონში თოვლის შედეგად დაზიანებული ტოტებისგან, ტერიტორიის დასუფთავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

by magda

26.02.2023წ.

ქალაქ ონში თოვლის შედეგად დაზიანებული ტოტებისგან, ტერიტორიის დასუფთავება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზის სავალი ნაწილი.
ასევე, დღეს თოვლის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ სოფლებში: უწერა, ნიგვზნარა, ცხმორი, სხანარი, წედისი, ფარახეთი, ბორცო, ლაჩთა, შეუბანი, სევა, ჯოის უბანი, მრავალძალი, კვაშხიეთი სომიწო.
ამ დროისთვის ქალაქ ონს და მუნიციპალიტეტის 22 სოფელს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება, ხოლო დარჩენილ სოფლებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content