41
21.03.2023
ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დაიწყო მოსახლეობის სკრინინგი C ჰეპატიტის, შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგული კვლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის ფარგლებში დღეს კვლევა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს ჩაუტარდათ.
კვლევებში მონაწილეობა შეუძლია ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 18 წლის ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქეს.
სკრინინგული კვლევები ეტაპობრივად ჩატარდება მუნიციპალიტეტის სოფლებში.