10
26.12.2022წ.
ონში სოფ.ლაგვანთაში მოსახლეობის დაცვის მიზნით ნაპირდამცავი ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოები გულისხმობს მდინარის კალაპოტის ფორმირებას, ნაპირდამცავი რკ. ბეტონის კედლებისა და შიდა საუბნო გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებას, ასევე სანიაღვრე არხების მოწყობას.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 560 000 ლარი შეადგინა.