🇬🇪🇪🇺 ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვისა და თვითმმართველობის პლატფორმის გაძლიერების მიზნით, უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით გამართულ თემატურ შეხვედრას დაესწრო.

by magda

 

შეხვედრის პირველი ნაწილი 3 ოქტომბერს ქ.თბილისში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმზე შემუშავებული დეკლარაციის პრინციპებისა და კონცეფციის განხორციელების სამომავლო გეგმებზე მსჯელობას დაეთმო, რომლის მიხედვითაც, ათეა, როგორც თვითმმართველობების ქოლგა ორგანიზაცია, ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხების მიმართულებით, საკუთარი წევრი მუნიციპალიტეტების ინტერესების დამცველი და მათი ქმედითი წარმომადგენელი იქნება. კერძოდ, აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ საკითხებზე შესაძლებლობების გაძლიერებაში, ათეა ერთ-ერთ წამყვან როლს შეასრულებს, რათა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებულ პირებს ჰქონდეთ ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტების ადამიანის უფლებების ჭრილში გაანალიზების, მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვისა და საბიუჯეტო პროცესში აღნიშნული უფლებების გათვალისწინების, ასევე, ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების პროცესზე დაკვირვებისა და გავლენის გაზომვის შესაძლებლობა.

შეხვედრა, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით მელუამ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სამდივნოში განყოფილების უფროსთან – მარიტე მორასთან ერთად შეაფასა. ღონისძიების ორგანიზატორებმა, ევროსაბჭოს პროექტის – “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლოდ კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

აღნიშნული ღონისძიება პროექტის – “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“-ს ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content