1 ოქტომბერს ქ.ონში სლავა მეტრევლის სახელობის სტადიონზე ნოდარ გობეჯიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი შეგდა.

by magda

აღნიშნული შეხვედრა ონის საფეხბურთო კლუბ “მამისონი”-სა და ამბროლაურის “რაჭის” ვეტერან ფეხბურთელთა შორის გაიმართა. გუნდები სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებით იყვნენ წარმოდგენილნი, მათ შორის იყვნენ გოდერძი ჩიხრაძე და პაპუნა ჯელაძე, რომლებსაც საიუბილეო წელთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ბექა ოშხერელმა ეროვნული ნაკრების მაისურები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტურნირს ესწრებოდნენ თბილისის “დინამო”-ს აკადემიის ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც ონის კლუბ მამისონთან თანამშრომლობის  ხელშეკრულება გააფორმეს.

ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, დინამოს საფეხბურთო სკოლა ვალდებულებას იღებს მონიტორინგი გაუწიოს ონში ბავშვთა საფეხბურთო სკოლის მუშაობას, შეარჩიოს ნიჭიერი, პერსპექტიული ბავშვები და მიიწვიოს დინამოს აკადემიაში.

ამხანაგური მატჩი ამბროლაურის გუნდის “რაჭის” გამარჯვებით დასრულდა და მათ ნოდარ გობეჯიშვილის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცათ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content