ონის მუნიციპალიტეტის მერია მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა.

by magda

აქციის ფარგლებში, ქ.ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა დისკუსია განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე. ასევე, შემეცნებითი გაკვეთილები ჩაუტარდათ ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს, ბუნების დაცვასა და ნარჩენების მართვაზე. ბავშვებმა შეხვედრის დასასრულს გააფერადეს ბუნების დაცვისა და ნარჩენების მართვის ამსახველი სურათები.

ღონისძიებები მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტის – ონის მერიისა და მერების შეთანხმების ოფიციალური მხარდამჭერის “ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეული” ევროკავშირის ინიციატივით 2006 წლიდან აღინიშნება და ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის პოპულარიზაციას ემსახურება.

კვირეულის გარდა, ენერგეტიკული პოლიტიკის განსახორციელებლად ევროკავშირში შექმნილი მერების შეთანხმების”პროგრამა, რომელიც აერთიანებს ევროპის ათასობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

ონის მუნიციპალიტეტი “მერთა შეთანხმების“ პროგრამას 2022 წელს შეურთდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content