სოციალური პროექტები

by magda

05.11.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე მოსახლეობა, აგრეთვე ონის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირები სარგებლობენ ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების და შეღავათების პროგრამით:
 ავადმყოფთა დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაეწევა მოქალაქეებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ სამედიცინო ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, სტაციონარში მედიკამენტურ მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს სრულად არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა. დახმარების გაწევა მოხდება შემდეგნაირად:
ა) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 0-დან 70 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 80% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა;
ბ) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 70 001-დან 150 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 60% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;
გ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შეღავათი, აუცილებლობის შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 50% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;
დ) ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომელთაც არა აქვთ ან შეჩერებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, გავრცელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები.
 ჰემოდიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება
1. პროგრამით მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“
2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით.
 მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეებს. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, არა უმეტეს 100 ლარისა.
 არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, ტეტრაპლეგიის, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზის, მკვეთრად გამოხატული პარაპარეზის, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზის გამო მყარი ნარჩენი მოვლენების, გონებრივი ჩამორჩენის, ეპილეფსიის, ფსიქიკური პრობლემების, III–IV ხარისხის სკოლიოზის, ორმხრივი ნეიროსენსორული (IV ხარისხის) სმენაჩლუნგობის და ინვალიდობის ეტლის საჭიროების მქონე არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რომელთაც არ შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეულებრივი წესით, შემდეგნაირად:
ა) წლის განმავლობაში – 300 ლარი;
ბ) საახალწლო-საშობაოდ – 100 ლარი.
3. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა შემდეგნაირად:
ა) 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით –100 ლარი;
ბ) საახალწლო-საშობაოდ – 100 ლარი, თუ მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება.
 მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით დახმარება
1. 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად:
ა) სამშვილიან ოჯახზე – 150 ლარი;
ბ) ოთხშვილიან ოჯახზე – 200 ლარი;
გ) ხუთშვილიან ოჯახზე – 250 ლარი;
დ) ექვს და მეტშვილიან ოჯახზე – 300 ლარი.
2. ოჯახზე შვილ(ებ)ის შეძენასთან დაკავშირებით 1 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 350 ლარის ოდენობით.
3. ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი შვილი 0-18 წლამდე ასაკის,
დამატებით ერთჯერადი დაფინანსება მიეცემათ 50 ლარის ოდენობით.
4. მრავალშვილიან (სამი და მეტი) სოციალურად დაუცველ ოჯახებზე საახალწლო – საშობაოდ გაიცემა 100 ლარი.
5. ოჯახებს, რომლებსაც 2019 წელს შეეძინათ ბავშვი და არ მიუღიათ დახმარება (1 წლის ასაკამდე) დახმარება გაეწევათ 350 ლარის ოდენობით.
 მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე შემდეგნაირად;
ა) სასწავლო წლის დაწყებისას თითოეულ ბავშვზე 100 ლარი;
ბ) საახალწლო-საშობაოდ თითოეულ ოჯახზე 100ლარი.
 ომის ვეტერანთა სარიტუალო დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა გარდაცვლილი ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯებისთვის 250 ლარის ოდენობით.
 ხანდაზმულთა დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხანდაზმულ მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის) 500 ლარის ოდენობით.
 ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება
1. დახმარება გაიცემა დაზარალებულ ოჯახებზე ხანძრისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი,
წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, დიდთოვლობა) შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისათვის არაუმეტეს 3000 ლარისა.
 უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უპატრონო გარდაცვლილის (რომელსაც არ ჰყავს პირველი და მეორე რიგის მემკვიდრე) სარიტუალო ხარჯებისთვის 300 ლარის ოდენობით.
 უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირით
ყოველთვიური უზრუნველყოფა
1. დახმარება გაეწევა განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე უსახლკარო ოჯახებს,
რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ
აღემატება 120 000-ს. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათზე გაიცემა ონის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის კომპენსაცია, არაუმეტეს თვეში 100 (ასი)ლარისა.
 ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარება
1. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, საქართველოს
ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს
დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარების მიზნით:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით;
ბ) მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანზე ზამთრის სეზონისთვის საშეშე მერქნის შესაძენად გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 ლარის ოდენობით;
გ) საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ქალებზე 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში) გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
დ) საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და
ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებზე 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
ე) თითოეულ ოჯახს გადაეცემა საშობაო საჩუქარი 100 ლარის ოდენობით.
2. სოციალურად დაუცველ ომის ვეტერანებზე 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
 არასაპენსიო ასაკის შშმ პირების მათ შორის ბავშვების, ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების დახმარება
1. არასაპენსიო ასაკის შშმ პირების, მათ შორის ბავშვების, ომის ვეტერანების, მათთან
გათანაბრებულ პირების, ომში დაღუპულ ოჯახის წევრების, მარჩენალ დაკარგულებისა და
აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების დახმარების მიზნით თითოეული
ოჯახის (ყოველთვიურად ) წყლისა და კანალიზაციის გადასახადისა და დასუფთავების
მოსაკრებლის დაფარვა მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content