38
7.12.2019წ.
მოსახლეობის საყურადღებოდ!
მკვეთრად არის შემცირებული ქვედრულის სათავეზე წყლის დებეტი, ამჟამად ქ. ონის წყალმომარაგება ხორციელდება ჟიჟორეთისა და ქვედრულის სათავე ნაგებობების სრული დატვირთვით, რეზერვუარის შევსების გარეშე. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან გავლილი კონსულტაციის შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია წყლის რაციონალურად ხარჯვა. გაუფრთხილდით წყლის მოხმარებას რათა ყველა აბონენტმა ისარგებლოს წყალმომარაგებით.