147
30.05.2022
30 მაისს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, პირველ მოადგილესთან ალავერდი ხვედელიანთან, მოადგილე – გიორგი მარკოიშვილთან და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე – გივი მეტრეველთან ერთად , ლაგვანთა-საკაო-მაჟიეთი-ხიდეშლების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ასფალტო – ბეტონის საფარის მოწყობა.