18
26.04.2023წ.
ქალაქ ონის იერსახის გალამაზების მიზნით, გამწვანების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქალაქის მოწესრიგება და გამწვანება ტურისტული სეზონის დაწყებამდე ეტაპობრივად დასრულდება.
სამუშაოების ფარგლებში, დაირგვება სხვადასხვა დეკორატიული მცენარეები და ხეები (საკურა, ტუია, ბზა, ჩიტავაშლი, იაპონური ნეკერჩხალი, ჰორტენზია, შტამბიანი ვარდი, ჰიბისკუსი, ვეიგელა, ფიზოკარკუსი, სუზი მაგნოლია, როდოდენდრონი, ჭრელი ნეკერჩხალი, ბურთი ტუია, გინკობილობა). ასევე, ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებზე მოეწყობა ბილიკები.
აღნიშნულ სამუშაოებს ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური“ ახორციელებს შემდეგ ლოკაციებზე:
დავით აღმაშენებლის მოედანი;
დემეტრე II- ის მოედანი;
ონის გადმოსახედი;
სააკაძის ქუჩაზე სამი ახალი სკვერი;
ვახტანგ VI-ის ქუჩაზე არსებული სკვერი.