უამინდობის გამო, ონის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამაც გამოიწვია მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა

by magda

21.02.2023წ.

უამინდობის გამო, ონის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამაც გამოიწვია მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა.
კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთის ცენტრალური ფილიალის ონის მომსახურების წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული უბნების დადგენის სამუშაოები.
ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე დაწესებულია სხვადასხვა სახის შეზღუდვები.
გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ონში დილიდან დაიწყება ცენტრალური და ქალაქის შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და ეტაპობრივად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზები და პრობლემური ადგილები.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მოსახლეობას ვთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 577 99 85 82; 551 093 95

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content