ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ გლოლაში ადიდდა მდინარეები – ბოყოსწყალი, ილინე და ბუბაურა.
ბოყოსწყალმა დააზიანა სოფლის გაღმა უბანში წყალსადენი სისტემა, აგრეთვე საცხოვრებელი სახლი და მისი საკარმიდამო-ნაკვეთი.
მდინარე ილინემ გაანადგურა გორიბოლოს არსებული წყლის სისტემა და საფრთხე შეუქმნა საგლოლოზე არსებულ საავტომობილო ხიდს.
დილიდან, სტიქიის ზონაში ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინე კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი.
შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისია და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.
უახლოეს დღეებში დაიწყება წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.