41
04.08.2022
პროექტის – „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, პირველი მოადგილე – ალავერდ ხვედელიანი, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის დირექტორი – კოკა კიღურაძე და საკრებულოს მაჟორიტარი წევრები, სოფლების : კომანდელის, მრავალძლის და ლაგვანთის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე საკრებულოს წარმომადგენლებმა ადგილობრივებს გააცნეს როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები, მოისმინეს ის საჭიროებები და მოთხოვნები, რომელიც პრიორიტეტულია აღნიშნული სოფლების მაცხოვრებელთათვის.
შეხვედრების მიზანს წამოადგენს, სამიზნე მუნიციპალიტეტებში საკრებულოს წევრთა ანგარიშვალდებულების და მათი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
პროექტი – „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ხორციელდება მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის, კარგი მმართველობის ინსტიტუტისა და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის მიერ ერთობლივად GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ – ფინანსური მხარდაჭერით.