39
26.12.2021წ.
პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევის მიმართულებით, არაერთი ღონისძიება ტარდება, განსაკუთრებული აქცენტი კი, რეგიონებზე კეთდება, სადაც კოვიდ -19-ის გავლენა ყველაზე მეტად აისახა.
აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომელმაც ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, საგრანტო კონკურსი დაიწყო და ადგილობრივ ქალებს ბიზნესის წამოწყების ან მისი გაფართოების შესაძლებლობა მისცა.
აღნიშნული კონკურსი, რომელიც GIZ-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან – საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასთან (GFA) თანამშრომლობით განახორციელა, ბიზნეს იდეის შემუშავებასა და მის განსახორციელებლად გრანტის სახით, 2000 ევროს ღირებულების საწარმოო ინვენტარის შეძენას ითვალისწინებდა.
გაეცანით ისტორიებს ქალებზე, რომლებმაც ბიზნეს იდეები რეალობად აქციეს
http://gender.nala.ge/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1…/15
http://gender.nala.ge/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1…/15