კაზლუ-რუდა
(ლიეტუვ. Kazlų Rūda, 1917 წლამდე ოფიციალური სახელწოდება კოზლოვა რუდა) — ქალაქი მარიამპოლის მაზრაში; ლიეტუვა. კაზლუ-რუდის თვითმმართველობის (ლიეტუვ. Kazlų Rūdos savivaldybė) და კაზლუ რუდის სამამასახლისოს (ლიეტუვ. Kazlų Rūdos seniūnija) ადმინისტრაციული ცენტრი.
მდებარეობს კაუნასიდან 36 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით, ალიტუსიდან
1991 წელს კაზლუ რუდაში 7,9 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2005 წელს 7,330.
ქალაქის სახელწოდების პირველი ნაწილი წარმოშობით აზნაური მეწარმის კაზლასის გვარს უკავშირდება, რომელიც აქ XVI-XVII სს დასახლებულა. მეზობელ ჭაობიან ტყეებში რკინის მადნის აღმოჩენის შემდეგ მადნეულის საბადოები გაჩნდა, რაც სახელწოდების მეორე ნაწილს ეხმიანება: მადანი — Rūda.
დამტკიცებულია 1996 წელს.
წერილობით წყაროებში პირველად 1744 წელს იხსენიება როგორც სოფელი. თავდაპირველად ვითარდებოდა როგორც რკინის მომპოვებელი, გადამდნობი და გადამამუშავებელი ცენტრი. რკინიგზის გაყვანის შემდეგ 1861–1862 სოფელი გაიზარდა. 1931 წლიდან კაზლუ რუდის თემის ცენტრია. 1950 წლიდან ქალაქი ლიტვის სსრ-ში. 1950–1962 წწ. რაიონული ცენტრი.
ბეერ-შევა
(ივრ. שֶׁבַע בְּאֵר არაბ. السبع بئر ) — ქალაქი ისრაელის სამხრეთში, ნეგ
ბეერ-შევა ჯერ კიდევ ბიბლიაშია მოხსენიებული, თუმცა ბიბლიური ეპოქის შემდეგ, როგორც ქალაქი იგი კვლავ მხოლოდ XIX საუკუნეში აღორძინდა.
ქალაქი დაარსდა 1900 წელს, ფართობი შეადგენს 117.5 კმ², მოსახლეობა 194,300 კაცი