18
19.02.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კომანდელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:
სოფელი სხიერი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
სოფელი ქრისტესი – გზის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა.
სოფელი ქორთა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
სოფელი კომანდელი – სკვერის მოწყობა, სასაფლას მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია, გარე განათების წერტილების დამატება.
სოფელი ხირხონისი – წყლის სათავე-ნაგებობის მოწყობა, გარე განათების წერტილების დამატება.
ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ კონსულტაციები 9 თებერვალს დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. დაგეგმილი შეხვედრები 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.