ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

by magda

15.02.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან, საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ონის ბიუროს წარმომადგენელთან ერთად, ღარის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:
სოფელი წმენდაური – სანიაღვრე არხების მოწყობა.
სოფელი ღარი – სკვერის კეთილმოწყობა (კაუჩუკის ზედაპირის დაგება)
სოფელი ჯინჭვისი – სასაფლაოს შემოღობვა კეთილმოწყობა.
სოფელი გომი – სტადიონის კეთილმოწყობა.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content