14
25.04.2023
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მომსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2. ,,ონის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრისათვის” ასანიზაციის მანქანის სარგებლობაში (უსასყიდლოდ), თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარების მიზნების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.
5. „ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. „ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის და არსებული პრობლემების შესახებ.
8. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2023 წლის I კვარტლის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.