ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ

by magda

17.02.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს 2023 წელს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები. ასევე, ხელმძღვანელმა პირებმა კონტრაქტორ კომპანიებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით მიცემული გონივრული ვადების მაქსიმალურად გამოყენება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება დაავალეს.
კომპანიების წარმომადგენლებმა მერს და პირველ მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე, განიხილეს პრობლემური საკითხები, ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content