16
21.12.2022წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე. მათ შორის, შიდა გზების, სასმელი წყლისა და სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მზადყოფნის საკითხებზე და სხვა არსებულ საჭიროებებზე. ასევე, “სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამაზე“ და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე დროულ და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.