ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში “მერების შეთანხმების” (CoM – East) 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო

by magda

06.12.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში “მერების შეთანხმების” (CoM – East) 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო.
შეხვედრა თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა; აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან. ასევე, ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მაღალი დონის წარმომადგენლებმა.
საიუბილეო კონფერენციამ შეაფასა „მერების შეთანხმების“ 10 წლიან პროგრესი, განიხილეს ძირითადი გამოწვევები და ბარიერები რეგიონის ქვეყნებიდან. ასევე, მონაწილეები გაეცნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებისთვის ევროკავშირის სამომავლო მხარდამჭერ ინიციატივების შესახებ ინფორმაციას.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა გაკვეთილები, რომლებიც მოიცავდა SECAP-ის პროექტის განხორციელების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, სადემონსტრაციო პროექტების პროგრამირებას, მუნიციპალიტეტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content