მიმდინარე წლის 30 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

by magda

30.03.2023

მიმდინარე წლის 30 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
 სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
2. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ონი მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესი.
4. ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 აპრილის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 მარტის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
7. ონის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content