მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს სხდომა.

by magda

25.10.2022

იმდინარე წლის 25 ოქტომბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს სხდომა.
 სხდომას თავმჯდომარეობდა ფრაქციის თავმჯდომარე ვასილ მეტრეველი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის III კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმრო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის, ქირავნობის და კვების უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ.
4. “ა(ა)იპ “ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი”-ს დაფუძნების თაობაზე.
5. ა(ა)იპ “ონის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური”-ს შექმნის შესახებ.
6. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ.
7. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ა(ა)იპ ონის ბაგა-ბაღის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
8. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2022 წლის 9 თვის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content