12
24.04.2023
მიმდინარე წლის 24 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ბერელიძე.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია განვლილ სამ თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. ,,ონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მომსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
3. ,,ონის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრისათვის” სარგებლობაში (უსასყიდლოდ), თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
5. „ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
6. „ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოზე საწვავის ყოველთვიური ლიმიტების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის N51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.