2
მიმდინარე წლის 23 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ.
2.,,ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 19 მარტის №8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3.,,ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 19 მარტის №9 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია 2026 წლის I კვარტლის სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესახებ.
5.ონის მუნიციპალიტეტის ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოში“ განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია.
