მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

by magda

15.12.2022

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.
3. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. „ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. ,,ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ.
7. ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შესახებ.
8. ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
9. ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
10. ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content