მიმდინარე წლის 10 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.

by magda

10.04.2023

მიმდინარე წლის 10 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. “ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის N 35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მომსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 29 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტი.
3. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების მიხედვით განსახორციელებელი პროექტები.
4. ონის მუნიციპალიტეტიში არსებული მოძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით.
5. ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არ მქონე გეოგრაფიული ობიექტების ( ქუჩა, ჩიხი, შესახვევი ) არაბული ციფრები სახელდების შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content