მერია ხალხის სამსახურში

by magda

2.12.2019წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის
სამსახურმა, მიმდინარე წელს სოციალური დახმარების პროგრამით 572 ბენეფიციარს გაუწია დახმარება, რისთვისაც ჯამში 88 599 ლარი გაიცა.
 ავადმყოფთა დახმარება;
 ჰემოდიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება;
 უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
 არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლოსაჭიროების მქონე პირთა დახმარება;
 მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით დახმარება;
 მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარება;
 ომის ვეტერანთა სარიტუალო დახმარება;
 ხანდაზმულთა დახმარება (100 წლის და მეტი ასაკის);
 ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება;
 უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება;
 უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის ქირით ყოველთვიური უზრუნველყოფა;
 ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარება სადღესასწაულო დღეებში;
 ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება;

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content