ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს

by magda

03.05.2023წ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.
აღნიშნული მიზნით, მორიგი ღონისძიება კახეთის რეგიონში გაიმართა, რომელსაც ონის მუნიცპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი და სამოქალაქო საკითხებში მერის მრჩეველი – თამარ ხომასურიძე ესწრებოდნენ.
ორდღიან სემინარში, პროექტის – ,, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან – ნატალია ვუტოვასთან, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დირექტორთან – რაფაელ ბენიტესთან და ათეა-ს აღამსრულებელი საბჭოს წევრთან – ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველმა – ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ლაშა დარსალიამ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა – ალექსანდერ კარნერიმ.
სემინარის ძირითად თემას ინკლუზიური კომუნიკაციის გაძლიერება წარმოადგენდა, რაც ქართველი და უცხოელი ექსპერტების განმარტებით, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის წვდომისა და ცნობიერების ამაღლების ეფექტიანი კამპანიების დაგეგმვისთვის გამოიყენება.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, ასევე დეტალურად იმსჯელეს მოწყვლადი თემების გამოწვევებზე და აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციულ სავარჯიშოებში, რომლებიც ინკლუზიური კომუნიკაციის უნარების გაძლიერების მიზნით მოეწყო.
ევროპის საბჭოს ხილვადობის კვირეულში გამართული სემინარი, პროექტის -“საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content