დაგეგმე შენი ბიუჯეტი

by magda

04.08.2021წ.

დაგეგმე შენი ბიუჯეტი

ონის მუნიციპალიტეტში დაიწყო სამოქალაქი ბიუჯეტირების პროგრამა, რომელიც ხორციელდება GIZ-ის ტექნიკური დახმარების მხარდაჭერით და ახორციელებს საკონსულტაციო კომპანია CBI. პროგრამის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და გაიზარდოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ონის მუნიციპალური ბიუჯეტიდან
 გახდით თანამონაწილეები და დაგეგმეთ თქვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

აგვისტომდე ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით ონის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს შესაძლებლობა გეძლევათ წარმოადგინოთ საპროექტო წინადადებები და გახდეთ მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის თანამონაწილეები

პროგრამას გააჩნია განხორციელების შემდეგი ეტაპები:
 საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი – 31 აგვისტომდე
კენჭისყრის ეტაპი – 31 ოქტომბრამდე
გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით – 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე

 იხილეთ პროექტის წარდგინების ფორმა

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content