9
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პრინციპების შესახებ ისაუბრეს, რაც მოიცავს ქალისა და მამაკაცის თანაბარ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესსა თუ ეკონომიკურ საქმიანობაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, მერის მრჩეველი – თამარ ხომასურიძე და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე, მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.
მერის წარმომადგენლებს ინფორმაციის გავრცელების მიზნით გადაეცათ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების სახელმძღვანელოები.