18.03.2020წ.
ახალი კორონა ვირუსის (COVID- 1 9 ) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით 18 მარტიდან ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან შეიზღუდება შემდეგი სერვისების მიწოდება:
მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღება და შესაბამისად სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები, რომელზე დასწრებაც ჩვენს მოქალაქეებს უწევთ, ასეთია მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები;
,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა;
ამასთან, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისცენტრების მომსახურებით სარგებლობისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დგას.
ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენ მოსახლეობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ვიქონიოთ სატელეფონო კომუნიკაცია მერიის წარმომადგენლებთან.
595 11 51 35 მირანდა 555 21 07 80 ირინა