ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგს აგრძელებს

17.04.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგს აგრძელებს.
ლაგვანთა-საკაო-მაჟიეთი-ხიდეშლების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს საავტომობილო გზის საფუძვლის მომზადება და საგზაო სამოსის მოწყობა.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია მეტრეველი, სოფ. საკაოში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს შპს “დაგი +”. პროექტის ღირებულება შეადგენს 4 600 000 ლარს, რაც დაფინანსებულია 95% რეგიონალური განვითარების ფონდიდან და 5% – ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი გარდამავალია და მისი დასრულება 2026 წლის თებერვლის თვეში იგეგმება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტში დემეტრე II -ის მოედნიდან, დ. აღმაშენებლის მოედნის ჩათვლით, მთავარ ქუჩაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები განთავსდა.