ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა

ონის მუნიციპალიტეტის წარმატებული სტუდენტების წახალისების მიზნით ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია დაწესდა.

პროგრამის დასახელება 
წარმატებული სტუდენტებისათვის მერის სტიპენდიის გაცემა (პროგრამული კოდი 04 05)

განმახორციელებელი:  ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამით გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმნათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული საუკეთესო შედეგის მქონე 5 (პირველ საფეხურზე 4 სტუდენტი და მეორე საფეხურზე 1 სტუდენტი), წარმატებული სტუდენტისათვის ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის გაცემა. 

პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სტუდენტი ახალგაზრდების მხარდაჭერა  მაღალი აკადემიური განათლების მისაღებად, მათში მოტივაციის შექმნა.

მოსალოდნელი შედეგი: სტუდენტების დაინტერესება მიაღწიონ სწავლაში მეტ წარმატებას; წარმატებული სტუდენტების გაზრდილი რაოდენობა;


ონის მუნიციპალიტეტიდან  ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

ონის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ სერგო ხიდეშელის 2022 წლის 13 ივლისის ბრძანება         N ბ78.7822194001, „ონის მუნიციპალიტეტის წარმატებული სტუდენტებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსის ჩატარების წესის, პირობებისა და ქვეპროგრამის განაცხადის დამტკიცების შესახებ“, ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე 5 სტუდენტზე სტიპენდიის გაცემას (პირველი საფეხურის ოთხი სტუდენტი და მეორე საფეხურის ერთი სტუდენტი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დამთავრებული აქვთ ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის X, XI, XII კლასები, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველ და მეორე საფეხურზე მიღებული აქვთ სემესტრული საშუალო შეფასება (91 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის, წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად.

სტიპენდიის მისაღებად საჭირო დოკუმენტთა ნუსხა

  1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტმა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია:
    ა) განცხადება;
    ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
    გ) 2 ფერადი ფოტოსურათი (3×4);
    დ) მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    ე) სკოლიდან ცნობა, რომ ბოლო სამი წელი (X, XI, XII კლასები) სწავლობდა ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში;
    ვ) ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით;
    ზ) თუ განმცხადებელი ბაკალავრია – ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ; დოკუმენტი, სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ, სასწავლო წლის საკონკურსო სემესტრის განვლილ საგნებში მიღებული შეფასების მითითებით;
    თ) თუ განმცხადებელი მაგისტრანტია – ინფორმაცია საერთო სამაგისტრო პროგრამებზე, მისაღებ გამოცდაზე სპეციალობაში მიღებული შეფასების შესახებ; მაგისტრატურის აკადემიური მოსწრების დოკუმენტი/GPA უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული;
    ი) საბანკო რეკვიზიტები.
  2. მერია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
  3. 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით სტიპენდიის მისაღებად განაცხადის მიღება იწარმოებს 2023 წლის 25 მარტამდე;
  4. 2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდიების მისაღებად, განაცხადების მიღება იწარმოებს   2023 წლის 1 სექტემბრამდე.

კონკურსის ეტაპები

  1. კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
    ა) დოკუმენტების მიღება – პირველი ეტაპი;
    ბ) დოკუმენტების განხილვა – მეორე ეტაპი.
  2. დოკუმენტების მიღებას აწარმოებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილება (მისამართი: ქ. ონი დ. აღმაშენებლის ქუჩა N40)
  3. რეგისტრირებული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურს.
  4. სამსახური შეისწავლის დოკუმენტაციას და შეჰყავს ინფორმაცია კონკურსანტთა რეესტრში.
  5. არასრული დოკუმენტაციის/მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, სამსახური აცნობებს კონკურსანტს აღნიშნულის შესახებ, განცხადებაში მითითებული საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით და აძლევს 5 სამუშაო დღეს, ხარვეზის გამოსასწორებლად.
  6. თუ კონკურსანტი არ გამოასწორებს ხარვეზს, სამსახური არ განიხილავს კონკურსანტის განაცხადს.
  7. კონკურსში გამარჯვებულ პირებზე 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდიები გაიცემა არაუგვიანეს 2023 წლის მარტის თვისა და ერთობლივად მოიცავს 4 სასწავლო თვეს.
  8. კონკურსში გამარჯვებულ პირებზე 2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდია გაიცემა არაუგვიანეს 2023 წლის სექტემბრისა და ერთობლივად მოიცავს 4 თვეს.

გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მითითებულ ვადებში წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია!

  2024 წელი.    დებულება  -„წარმატებული სტუდენტებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების“ კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ