ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ოკუპირებულ ტეერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სტატუსი მიენიჭა.

by magda

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე 2013 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ამ სტატუსით სარგებლობენ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები: წედისი, ირი, სხანარი და ქვედი. 2018 წელს მათ რიცხვს შეემატა სოფლები: გლოლა, გომი, ღარი. აღნიშნული სტატუსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ცხოვრების პირობებს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია ფინანსური დახმარების გაწევა, თითეულ ბენეფიციარზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მოცულობა განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით. დღეის მონაცემებით ონის მუნიციპალიტეტის 394 ოჯახი სარგებლობს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსება გაგრძელდება. 2018-2019 სასწავლო წლისათვის 92 სტუდენტი დაფინანსდება. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით აღნიშნულ სოფლებში პრობლემების გადაჭრის მიზნით ადგილობრივ დონეზე შემუშავდება პროექტები და განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები.

01 2 03 04 05

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებაზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმი #19

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content