სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, აშშ-ს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, 231 352. 42 აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა

17.01.2023წ.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, აშშ-ს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, 231 352. 42 აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა.
ადმინისტრაციამ აღჭურვილობა ჰუმანიტარული დახმარების პროექტის ფარგლებში მიიღო და ის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებზე, საჭიროებისამებრ, განაწილდება, მისი გამოყენება, აგრეთვე შესაძლებელია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვის პროცესშიც. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში მათი მხრიდან იგეგმება რეგიონისთვის 1 300 000 აშშ დოლარის სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა.
სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონისთვის, მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს და მის თითოეულ წარმომადგენელს. პაპუნა მარგველიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დახმარებისა და რეგიონში ვიზიტისათვის მაიორ- დანიელ სეკულას და გამოთქვა მზაობა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისათვის.