ევროკავშირის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის გაწეული დახმარების წარმოსაჩენად სიგრიდ ბრეტელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი და მზია გიორგობიანი- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ონის მუნიციპალიტეტს ეწვიენ.

ჩამობრძანებულ სტუმრებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი- სერგი ხიდეშელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში მოინახულეს სპორტული დარბაზი, სადაც, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 80-ზე მეტი მოჭიდავე ივარჯებს. დასრულებული ახლადრეაბილიტირებული წყაროები და მიმდებარე ტერიტორიები, რომლებიც ონში ადგილობრივებისთვის ახალ დასასვენებელ სივრცეს ქმნის. მუნიციპალიტეტის ვიზიტორებს ექნებათ საშუალება მოახდინონ … Continued

Read More

ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაგვანთაში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

  სამუშაო პროცესი ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა. პროექტი ითვალისწინებს გოფრირებული პლასტმასის მონტაჟს, ქვიშის საფენის, ფასონური ნაწილების და 5000 ლიტრის მოცულობის სეპტიკის მოწყობას. ასევე, მრგვალი ანაკრები ჭების მონტაჟს კედლის დახვრეტით მილების დაერთების მიზნით. აღნიშნული პროექტის ღირებულება 133 424 ლარს შეადგენს, … Continued

Read More

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებს დაავალა, პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. შეხვედრა საინფორმაციო ფორმატში გაგრძელდა და სსიპ იურიდიული დახმარების ამბროლაური-ონის საკონსულტაციო ცენტრის იურისტიმა – თეა ჩიკვაიძემ უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის და სერვისების ხელმისაწვდომობის … Continued

Read More

#ევროპისსაბჭოს საერთაშორისო კონფერენციამ “სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ” სათათბირო დემოკრატიის თემის ირგვლივ გააერთიანა საჯარო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 80-ზე მეტი წარმომადგენელი, რომლებმაც ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილეს სათათბირო პროცესებთან დაკავშირებული შესაძლებლობები. ევროპის საბჭოს, ვორარლბერგის მთავრობის/ავსტრიის, ღია მმართველობის პარტნიორობის ლოკალური პროგრამის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, … Continued

Read More

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

მერმა სამუშაო შეხვედრაზე ხელმძღვანელებისგან გაწეული სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. აღნიშნულ შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა დეტალურად ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესრულების შესახებ. ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე. სერგი ხიდეშელმა სამსახურის უფროსებს შესაბამისი დავალებები მისცა, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს … Continued

Read More