დაგვიკავშირდით: (577 37 78 71)

შქმერი

download

ქვეყანა: საქართველო

მხარე: რაჭა-ლეჩხუნი და ქვემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: ონის მუნიციპალიტეტი

სოფლები: უშოლთა, შუა შქმერი, ხარითვალი.-

მოსახლეობა: 32 კაცი.  17 კომლი

მოსახლეობის რაოდენობა სოფლებში: უშოლთა -10 (კაცი), 5 (კომლი),შუა შქმერი 7 (კაცი) 4 (კომლი), ხარითვალი 15 (კაცი) 8 (კომლი).

ეროვნული შემადგენლობა: – ქართველი 99 %

კოორდინატები: 42°29′35″ . 43°25′00″ .

მდებარეობა: ზღვის დონიდან 1720  მეტრი, ონიდან 21 კმ

სოფლის ტერიტორია: გაშლილია 6472,5 ჰ-ზე

გეოგრაფია. სოფ.შქმერი მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ხიხათასა და  ფოცხვრევის მთებს შორის მოქცეულ ულამაზეს ტაფობზე.. მდ. ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ზემო ნაწილში. ნიადაგის საფარი საშუალო, ხოლო მცენარეული საფარი სუბალპური ზონისაა. ხასიათდება ცივი ზამთრით და გრილი ზაფხულით. ულამაზესია ძნელად მისადგომი ხეორის კანიონი (ხეორის ძველი კალაპოტი. მის ქვეშ, ე.წ. ბრმა ხეობაში, 1 კმ სიგრძეზე მიედინება.

მდინარეები:  ბნელეთურა რომრლიც უშოლთის კარსტულ მღვიმედან იღებს სათავეს და მდ. ხეორი რომელიც შქმერიდან  25 კმ ში სოფ ზუდალში უერთდება დედამდინარე რიონს.

ტბები: რამდენიმე ტბა მათ შორის ულამაზესი უძირო ტბა .

ისტორია:  სოფ.შქმერი ისტორიულ წყაროებში იხსენიება XI საუკუნიდან,  კერძოდ 1071 წ.ნიკორწმინდის წინამძღვრის ჩანაწერებში.ვახუშტი ბაგრატიონი მის შესახებ წერს:„ხეორის სათავის მცირეს ტბის ქუეით, ჩრდილოთკენ, კლდეს გამოსდის წყაროდ დიდი მდინარე, და ამ ორის წყლის შესართავს ქუეით არს შქმერი, დაბა დიდი, უვენახო, უხილო, მსგავსი სხუათა მთის ადგილთა და შუენიერ ზაფხულის ფრიად.“სოფელი შქმერის გავლით საჩხერის მიმართულებით გადიოდა ისტორიული საქარავნო გზა. ეს მანძილი დაახლოებით 40 კმ-ია. მიუხედავად მაღალმთიანობისა და მასთან მკაცრი კლიმატური პირობებისა შქმერი ძველთაგანვე  ყოფილა დასახლებული. უშოლთაში ნაპოვნია ბრინჯაოს ხანის ნივთები და I – II  საუკუნეების ბრინჯაოს ჭვირული ბალთა,რაც სოფლის დიდ წარსულზე მეტყველებს. XI საუკუნის ნიკორწმინდის „დაწერილში“ ვკითხულობთ: „ და შქმერს ვიყიდე შქვილოისგან  გლეხია  და სასეფონი ყანანი“. 1494 წლის საბუთით, მეფეს ბაქარ ბაქრაძისათვის დაუმტკიცებია შქმერი. ვახუშტი ბატონიშვილი კი წერს: „ ორი წყლის შესართავს ქუვით არს შქმერი დაბა დიდი უვენახო, უხილო, მზგავსი მთის ადგილთა და შუენიერ ზაფხულიხ ფრიად“. სოფელი  მომხიბვლელია წელიწადის ნებისმიერ დროს. მართალია სოფელი მეხილეობა – მევენახეობით არ გამოირჩევა, თუმცა XX საუკუნის დასაწყისიდან დროთა განმავლობაში შეიქმნა საუცხოო გემოვნებათა თვისების  მქონე  კარტოფილის ჯიში  საქვეყნოდაა ცნობილი „შქმერული“.

შქმერზე გადიოდა და გადის რაჭა-იმერეთის დამაკავშირებელი  ერთ-ერთი გზა,სადაც ზამთრობით ძალზე გართულებული იყო  მგზავრობა.ამ დროს საქმეში  ერთვებოდნენ შქმერელი  ჩალვადრები,რომელთა მონდომებასა და საქმის ცოდნას უამრავი მგზავრი დაუხსნია ხიფათისაგან.რაჭის ყველა სოფელზე მეტი ცხენი ჰყავდა შქმერს.

შქმერშია შესანიშნავი ბუნების ძეგლი – უნიკალური კარსტული მღვიმე უშოლთიდან ორიოდე კილომეტრში.აქ იღებს სათავეს მდ.ბნელეთურა . ულამაზესი დარბაზებისა და  გვირაბების  საერთო სიგრძე  2 კმ.- ს აღემატება. აგრეთვე საინტერესოა თამარ მეფის სახელობის გამოქვაბული, რომელიც დღესაც შესასწავლია. გარდა ამისა, სოფელში არის მრავალი მღვიმე, გამოქვაბული და მათთან დაკავშირებული ლეგენდები.სოფელში არის მანგანუმის მადნის საბადო, მაღალი ხარისხის ყვითელი ქვიშის კარიერი,

ტაძრები: შუა შქმერში სოფლის განაპირას იდგა განვითარებული შუა საუკუნეების „ მოჭოხის „ დარბაზული ეკლესია. მისგან დღეს დარჩენილია საძირკველი და კედლების მცირე ნაწილი.თუ როდის ჩამოიქცა ტაძარი უცნობია,ისე როგორც მთავარი ხატი.

ახალი საუკუნის დასაწყისში ასევე სოფლის განაპირას (ადგილი გოგუჭი) შქმერელთა შემოწირულობითა და ოლეგ გაგნიძის თაოსნობით აიგო ახალი პატარა ზომის გუმბათოვანი ეკლესია წმ.ნინოს სახელზე.გარეთა კედლები მოპირკეთებულია ლამაზი მოთეთრო ქვით.

„ მოჭოხის“ ეკლესიის ნანგრევიდან ასიოდე მეტრის მოშორებით იდგა შუა საუკუნეების წმ.გიორგის ეკლესია. ტაძარი ჩამოიქცა XIX საუკუნის მეორე ნახევარში სიძველით.მის ადგილას, ისე,რომ არ მოეშალათ   ძველი ტაძრის საძირკველი .1881 წელს აკურთეს  ახალი ბაზილიკური ეკლესია. მისგან დღეს მხოლოდ დაზიანებული კედლების ნაწილია დარჩენილი.შიგნით კარგად ჩანს ძველი ეკლესიის საძირკველი.ირგვლივ იფნის ხეები და საფლავებია.

გვარები: შქმერში ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ შემდეგი გვარები: შუა შქმერიდან  – გაგნიძე, ნაცვლიშვილი, გუიშვილი, დათიშვილი,  თოდაძე, ჯოხაძე, პაპიძე, ჭარელი, ჭიპაშვილი; უშოლთიდან – გვიმრაძე, დაუშვილი; ხარითვალიდან – გლოველი,დვალი, მაისურაძე, სულთანიშვილი,  ჯოხაძე .

გამოჩენილი ადამიანები: მეუფე ელისე ( ჯოხაძე) – ნიკორწმინდელი  მიტროპოლიტი, დაუშვილი კოტე – დიდი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი,  დაუშვილი მარიკა -ცნობილი ქართველი მხატვარი (კოტე დაუშვილის და), დაუშვილი შოთა – საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი  თავისუფალ ჭიდაობაში და სამბოში, დაუშვილი ავთანდილი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დაუშვილი რუსუდანი – -ისტორიის დოქტორი,პროფესორი, დაუშვილი თამარი – პოეტი, დაუშვილი ზაირა – მომღერალი, გვიმრაძე  ანზორი –  საერთაშორისო კატეგორიის და ექსტრა კლასის ნსაჯი ჭიდაობაში, გვიმრაძე არსენი – ისტორიის მეცნიერებათა  კანდიდატი, გაგნიძე ამირანი –  ეკონომიურ მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი, ნაცვლიშვილი ზურაბი – ფიხიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, გლოველი თენგიზი – ბიოლოგიის დოქტორი, გლოველი აღდგომელა- საუკუნის წინანდელი რაჭის კოლორიტული პიროვნება.

48375304_2456331977726537_1800605742529511424_n