დაგვიკავშირდით: (577 37 78 71)

სორი

images

ქვეყანა: საქართველო

მხარე: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: ონის მუნიციპალიტეტი

სოფლები: სორი, გადამში, ჭვებარი.

მოსახლეობა: 192 კაცი, 98 კომლი

მოსახლეობა სოფლების რაოდენობით:  სორი 181 (კაცი) 94 (კომლი), ჭვებარი 4 (კაცი) 2 (კომლი), გადამში 7 (კაცი) 2(კომლი).

ეროვნული შემადგენლობა: ქართველი

კოორდინატები:

მდებარეობა: ზღვის დონიდან  720 მ სიმაღლეზეა.

სოფლის ტერიტორია: გაშლილია  7449,47 კვ.კმ-ზე.

ტაძრები:  სოფელში ოთხი საბრძოლო-თავდაცვითი კოშკის ნანგრევია, რომელიც თავის დროზე ხეობას საიმედოდ იცავდა. სოფლიდან სამიოდე კილომეტრში  დასავლეთით რიონის მარცხენა ნაპირას შვეული კლდეა აღმართული.,რომლის შუაშიც პატარა ზომის მიუდგომელი გამოქვაბულია, წინიდან ამოშენებული ქვიტკირის  კედლით.ერთივ შეხედვით ეს დაყუდებული ბერის სადგომი უნდა ყოფილიყო,მაგრამ თქმულებით აქ თავს აფარებდა ოსი ყაჩაღი ყაისი,რომელიც თოფით მოუკლავთ.

სოფ.სორში 3 ეკლესიაა 1).ჯვარცმის სახელობის ეკლესია,რომელსაც მოსახლეობა წმ.გიორგის სახელითაც იხსენიებს, ტაძარი ონიდან თხუთმეტიოდე კილომეტრის მოშორებით, მ.დ რიონის  შენაკადთან , სოფლის ჩრდილოეთაა აშენებული. ნამონასტრალი მდინარე სონტარულას მარცხენა  მხარეს, მთის ძირში, ვაკე ადგილას მდებარეობს. სორის მონასტრის ჯვარცმის ეკლესიის აგებას მკვლევარები XIII საუკუნეს მიაწერენ. გიორგი ბოჭორიძის აღწერის მიხედვით (1920–იანი წლები), ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 14,5 X 8,5 მ, ნაგებია ქვითკირისგან. „გადმოცემით ეკლესია აშენებული და მოხატულია საპყარ ერისთავის ჭარელისძის ქველის მიერ, ხოლო განახლებულია შოშიტა ერისთავის მიერ XVIII საუკუნეში.

წარწერები მხატვრობას აქვს ასომთავრულად, ხუცურად, მდივანმწიგნობრულად და მხედრულად“.ჯვარცმის ეკლესიაში ინახებოდა XII  საუკუნეში  მოჭედილი  შესანიშნავი  ხელობის  სორის დიდი ჯვარი (2.96 x 1.31მ.).გ.ბოჭორიძის აღწერით „ ხის ჯვარი ,შემკული წინა მხარეს  ვერცხლით ნაჭედი ხატებით,ძლიერ დაზიანებული.აქ ადრე  იყო  ჭედილი ხატები მაცხოვრისა, მიქაელ მთავარანგელოზისა, გაბრიელ მთავარანგელოზისა და წმ.გიორგისა“ მეცნიერს იქ აღარ დახვდა.სიძველეები,აღწერილი უვაროვასა და ნესტორ მინდელის მიერ, არ აღმოჩნდა აგრეთვე ეტრატზე ნაწერი  დიდი ტანის გულანი,შემკული  მრავალი მრავალი  ისტორიული მინაწერით გაძარცვული და განადგურებული დახვდა.მაღალი ხელობის ოლარიც, რომელიც შემკული ყოფილა 267 მარგალიტით,17 ლალითდა კიდევ სხვა თვლებით.

ეკლესია უნიკალური სიძველეებით ყოფილა მდიდარი. თუმცა, XIX-XX საუკუნეებში გაძარცვულა. XIX საუკუნის პირველი ნახევრის რაჭის საეკლესიო წიგნებში მოხსენიებულნი არიან სორის მონასტრის მღვდელ–მონაზვნები: დავით შიოს ძე მინდელი და იოანე ქაიხოსროს ძე. სორის მონასტერში ბერმონაზვნური ცხოვრება1850-იან წლებში მოიშალა.

ტაძარი ფლრთილი ქვით ნაგები, განიერი და შედარებით მოკლე გეგმის, ამასთანავე ზეაღმართული პროპორციების მქონე დიდი დარბაზული ფორმისაა. ტაძრის ფასადები  სადაა. მხოლოდ კარ-სარკმელზე   ხვდებით გვიანი ხანის რელიეფებს. ტაძარი გამოირჩევა თავისი კედლის მხატვრობით მხატვრობა ორი დროისაა ძველი და განახლების ხანის.უკანასკნელს  ეკუთვნის საკურთხევლის მხატვრობა  ორ რეგისტრადაა განაწილებული კონქში განთავსებულია ვედრება, საყდარზე დაბრძანებულ მაცხოვარს შევრდომით წარუდგებიან ღმრთისმშობელი და წმ. იოვანე ნათლისმცემელი. მაცხოვრის საყდართან მრავალფრთედებია გამოსახული, მათ გვერდით-მთავარანგელოზები. ქვემოთ რეგისტრში წარმოდგენილია წმინდა მსხვერპლის თაყვანისცემა-ეკლესიის მამათა და დიაკვანთა რიგი, რომლის შუაში სარკმლის ქვემოთ ფეშხუმზე დასვენებული ყრმა იესოს ფიგურაა. სარკმლის თავზე სულიწმინდის გამოსახულებაა მტრედის სახით. სარკმელთან კი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებია გამოსახული სამწერლობებით ხელში. საკურთხევლის პილასტრების კაპიტელების ზემოთ მესვეტეთა გამოსახულებებია განთავსებული.

დარბაზის გვერდითა კედლებზე მოხატულობა სამ რიგადაა გაშლილი. მოხატულობის ორ ზედა რეგისტრში განაწილებულია საუფლო დღესასწაულთა სხვადასხვა ციკლის სცენების რიგი: ღმრთისმშობლის ხარება, უფლის შობა, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, სულიწმინდის მოფენა, იერუსალომად შესვლა, ღმრთისმშობლის მიძინება და ჯვარცმა.

გამოსახულია მიქალე მთავარანგ        მეორე და მესამე რეგისტრები ერთმანეთისაგან გამიჯნულია ფართო ორნამენტული ზოლითა და მედალიონების ფრიზით.

მოხატულობის ქვედა რეგისტრი სორის ეკლესიის ქტიტორ ისტორიულ პირთა გამოსახულებებს, აგრეთვე ცალკეულ წმინდანთა და სასულიერო პირთა ფიგურებს უჭირავს. ჩრდილოეთის კარის ორივე წირთხლზე ელოზის გამოსახულება ისუ ნავესისადმი. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ხუთი წმინდა მეომრის ფიგურისაგან  შემდგარი რიგია.

დარბაზის კამარაზე ფართო ორნამენტული ზოლი მოხატულობის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებს მიჯნავს. კამარის ცენტრში ქრისტეს ხელტუქმნელი ხატის გამოსახულებაა. პილასტრებზე მთელი სიმაღლით წარმოდგენილია წინასწარმეტყველთა ფიგურები. ჩრდილოეთის კარის წირთხლებში მოცემულია წმ. დავით და კონსტანტინე არგვეთელების ნახევარფიგურები, ხოლო სამხრეთ შესასვლელში წმ.მკურნალთა კოზმან და დამიანეს ნახევარფიგურები. სამხრეთი სარკმლების წირთხლები მცენარეული ორნამენტით არის გაფორმებული, ხოლო შესასვლელში ნახევარფიგურების ქვედა მხარეს მარმარილოსებრი ორნამენტი ამკობს.

ეკლესიაში შესვლისთანავე განსაკუთრებულ ყურადღება იპყრობს ყველაზე უფრო თვალსაჩინო ადგილზე სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე წარმოდგენილი ქტიტორთა პორტრეტები.სამხრეთის კედელზე გამოსახულია   დიდებულების სურათები.დანარჩენები კი ყველა ძველია. ამ თვალსაზრისით ის  განსაკუთრებულ  ყურადღებას  იმსახურებს, რადგან ქართლის ცხოვრების გამოტოვებული მონაკვეთის გარკვეულ შევსებას წარმოადგენს.ტაძრის ჩრდ. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიტორის (აღმშენებლის) ქველი ჭარელისძის  მუხლმოდრეკილი,აღმოსავლეთისკენ სახით მიმართული  დაჩოქილი და ხელებაპყრობილი ფრესკა. მდივანმწიგნობრული  წარწერით.სამხ.კედელზე გამოსახული  არიან  რაჭის დიდებულები,ყველანი ფეხზე მდგომნი და პირით აღმოსავლეთისკენ .   წარწერები დაზიანებულია.

პირველი ფენის მხატვრობა როგორც ირკვევა დაუკვეთავს რაჭის ერისთავთა  ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლებს. ამის შესახებ წარწერა გვამცნობს: [ქ. შევამკეთ ესე ეკლესია. მრავალძლის] წმინდა გიორგის [შეწევნი]თა მღვდელმსახ[ურთა და] ჭარელისძე გ(იორგ)ი [ს(ით)ა]. [ხელითა ფ(რია)დ ცოდვი[ლისა და] ვითისისა და მნათეს შ[ვი]ლისა და ბი[ნცა] შ[ანდო]ბა ბრძანაო[თ], [თქვენცა] შეგინ[დვნეს] ღ(მერ)თმან.

ამდენად, წარწერაში იხსენიებიან სორის მოხატულობის ერთ-ერთი დამკვეთი გიორგი ჭარელიძე და მხატვრები დავითი და მნათეს შვილი ივანე. სხვა წარწერებში იხსენიებიან ქველი და არჩილ ჭარელიძეები.

XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე რაჭის ერისთავებმა, ჩხეტიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლებმა მოხატულობა განაახლეს და საქტიტორო რიგი ახალი გამოსახულებებით შეავსეს. მხატვრობის განახლება დაკავშირებულია რაჭის ერისთავ შოშიტა III-ისა (1696-1731) და მისი ოჯახის წევრებთან.  სამხრეთის კედელზე გამოსახულია შოშიტა ერისთავის, მისი თანამეცხედრისა და ორი ვაჟის გრიგოლისა და ვახტანგის ფრესკული სახეები. საქტიტორო წარწერაში იხსენიება ადრეთვე შოშიტას  უმცროსი ვაჟებიც: როსტომი და ბესარიონი, სავარაუდოდ მათი გამოსახულებები წაშლილი უნდა იყოს.

სორის ეკლესიის მხატვრობის იკონოგრაფიული პროგრამა, ისევე როგორც სქემა ტრადიციულია, ამასთანავე სისადავითა და ლაკონურობით გამოირჩევა. მონსატრის ფრესკული მხატვრობა საგანგებო მზრუნველობასა და დაცვას მოითხოვს.

ასწლეულების მანძილზე სორის ტაძარი დაზიანდა. მის ინტერიერში ბოლო დრომდრ იდგა ხის საგანგებო კონსტრუქცია ძლიერი დარბაზული კამარის საბჯენად. ნაპრალებიდან ჩამოსულმა წყალმა მხატვრობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამორეცხა და დააზიანა.

სორის დაზიანებული ეკლესიის აღდგენა 2006 წელს დაიწყო (რესტავრატორი მ. ანდრიაძე). აღდგა ეკლესიის დაზიანებული კედლები. მოიხსნა საბჯენი ხის კონსტრუქცია. ნაგებობა თუნუქით გადაიხურა. კეთილმოეწყო ტაძრის შემოგარენი. აიგო ახალი სამრეკლო. ა.გოგლიძის ხელმძღვანელობით  განხორციელდა ფრესკების სრული კონსერვაცია. გაიმართა ახალი ქვის კანკელი, დაიწერა ხატები, აღდგა ღვთისმსახურება.

XIX საუკუნეში განახლება გადაკეთების შედეგად ეკლესიის შიდა სივრცე ფაქტობრივად ორად გაიყო, გვიანდელი მინაშენი თეთრადაა შელესილი და შეთეთრებული. ხოლო  ძველ, ძირითად ნაწილს ფრესკები ამკობს. ინტერიერი სისადავით გამოირჩევა. მის ცილინდრულ კამარას გადაყვანილი თაღები იყრდნობს.

ეკლესიის ძველი ნაწილი მოხატულია. XVI-XV საუკუნეებში შესრულებული ფრესკები მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ნაწილობრივ განუახლებიათ.

სორის ეკლესიის თავდაპირველი მოხატულობა, ე.წ პალეოლოგოსთა ეპოქის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საგულისხმო ნიმუშად არის მიჩნეული. ფრესკების ნაწილი საგრძნობლად გადარეცხილი და დაზიანებულია.საუკუნეთა განმავლობაში სორის ეკლესია, რაჭის ერისთავთა საგვარეულო მონასტერსა და მათ სამარხს წარმოადგენდა. გადმოცემით ეკლესიის სამხრეთით იყო რაჭის ერისთავთ  აკადემია, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებში ტაძრის განახლებისას მოუშლიათ.

2). სოფლის ჩრდ. აღმოსავლეთი ე.წ. ბერიშვილების  უბანში მდებარეობდა ძველი  დროის  ქვიტკირის  გაბრიელ  მთავარანგელოზის  დარბაზული ეკლესია ქვიტკირისვე თაღით .ტაძარი  XIX  საუკუნეში დანგრეულა.მის ადგილას  2000- იან წლებში აშენდა ახალი ეკლესია ორივე ეს ტაძარი მოქმედია.

3)  სალოცავი,რომელსაც საელიოს  უწოდებენ მდ.რიონის მარცხენა სანაპიროზე  მდებარეოდა  სონტარულას ხეობაში ე.წ. გადამშის ნასაყდრი.ამჟამად იქ ტაძრის კვალი არ შეიმჩნევა.სოფლის მოსახლეობა  ელიობის დღესასწაულზე სანთელ-განატეხით მიდის და ლოცულობს ჯვარცმის  ეკლესიის სამხრეთით არის პატარა „ნაციხური“.ძველად  აქ სამრეკლო ყოფილა.იგი  ახლა დანგრეულია და მისი მარტო საძირკველიღა მოჩანს.ადგილობრივ პირთა  ცნობით აქ განძი  არის დაფარული.ამ ადგილას დღესასწაულის დროს თემობა ანუ თემად დასხდომა სცოდნიათ.

XIX-XX  საუკუნეებში სორში მხოლოდ მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიაა მუდმივმოქმედი. აქ მოღვაწეობდნენ მღვდლები: მღვდელმონაზონი დავით მინდელი( 1800 – 1850 წწ), მღვდელმონაზონი  იოანე გოცირიძე ( 1810 – 1820 – იანი წწ),  მღვდელმონაზონი იოანე მინდელი ( 1831- 1835 წწ),  რხმალაძე გრიგოლი ( 1836წ) , ნასრაძე ბესარიონი ( ( 1850-  1857 წწ), მინდელი თადეოზი ( 1857 – 1908 წწ),  მინდელი თეოფილე ( 1908 – 1913 წწ), მინდელი ონისიმე  (1913 – 1917 წწ).

ისტორია

სოფ.სორი მდებარეობს რიონის მარჯვენა ნაპირზე. მდ.სონტარულას შესართავთან. ზ.დ.720 მ. ონიდან 14 კმ. წერილობით წყაროებში იხსენება  XV  საუკუნიდან.1432 წლის საბუთით „ ჭარელიძემ  კოტრიძე  სორს წაიყვანა“ სოფელი  3 უბნისგან  შედგება- ზემო, შუა და ქვემო სორი. და სორი შეიძლება ითქვას  ზემო რაჭის ბარის სოფელია. სორი დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე სოფელია. აქ შემთხვევითაა  ნაპოვნი  ბრინჯაოს  2 ცალი კოლხური ცული, რომლებიც დაცულია ონის  მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში .  კოლხური ცულები ,  ძვ.წ. VIII- VII საუკუნეებით თარიღდება.

სხვადასხვა წყაროებში დაფიქსირებული მონაცემებით სორში უცხოვრიათ შემდეგი გვარის ხალხს:ბერიშვილი,ბუღაშვილი,გოცირიძე,იაშვილი,კანთელაძე,კერვალიშვილი, მალაქშანიძე,მეტრეველი,,მინდელი, როსნაძე, რხმალაძე, სვანი, სულაძ, ურეკაძე, ფუტკარაძე, ქულაშვილი, ჩიჩაბაძე, ჭუმბაშვილი,ჯაფარიძე.

 

გამოჩენილი ადამიანები:

სორიდან არიან  გამოჩენილი ადამიანები: ელიზბარ მინდელი-ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი, სამთო მექანიკის  ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, სსრ კავშირის  ქვანახშირის მრეწველობის მინისტრის  მოადგილე, მინდელი ზურაბი  ენერგეტიკოსი, საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, კერვალიშვილი ზურაბი – რუსთავის აზოტის ქარხნის ყოფილი  დირექტორი,რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრემიერი, კერვალიშვილი ოთარი -ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი.მინდელი ჯიმი- აგრარულ მეცნიერებათა კანდიდატი,პროფესორი,მინდელი ნესტორი – სასულიერო მოღვაწე, პუბლიცისტი ,მინდელი ონისიმე – ქუთაისის თეატრის მსახიობი, XIX  საუკუნის  მეორე ნახევარში,შემდგომში სასულიერო მოღვაწე, მინდელი ბერიკა – ტექნიკურ-მეცნიერებათა კანდიდატი,პროფესორი , მინდელი პაპუნა-ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი,მინდელი დავითი-ფილოლოგი და სხვანი.

58_big 2017-07-23 2018-04-08 DSC03032 images sori

Motorola RAZRV3x 85.9A.E0R 2010:08:14 17:54:45
Motorola
RAZRV3x
85.9A.E0R
2010:08:14 17:54:45

Motorola RAZRV3x 85.9A.E0R 2010:08:14 18:30:39
Motorola
RAZRV3x
85.9A.E0R
2010:08:14 18:30:39