დაგვიკავშირდით: (577 37 78 71)

ფარახეთი

Parakheti

ქვეყანა: საქართველო

მხარე: რაჭა-ლეჩხუნი და ქვემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: ონის მუნიციპალიტეტი

სოფლები: ფარახეთი, ჭიბრევი, შარდომეთი, სევა, ახალი ჩორდი.

მოსახლეობა: 164 კაცი.  85 კომლი

მოსახლეობა სოფლებბის რაოდენობით: ფარახეთი 46 (კაცი) 18 (კომლი), ჭიბრევი 2 (კაცი) 1 (კომლი),  შარდომეთი  36 (კაცი) 25  (კომლი),  სევა 64 (კაცი) 31 ( კომლი), ახალი ჩორდი (16 კაცი) 10 (კომლი).

ეროვნული შემადგენლობა: – ქართველი 99 %

კოორდინატები: 42°33′00″ ჩ. გ. 43°20′00″ ა. გ.

მდებარეობა: ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე

სოფლის ტერიტორია:  გაშლილია 4111.63

ტაძრები: ფარახეთში სამი ძველი ეკლესია ყოფილა.ტაბუცაძეების უბანში იდგა წმ. სამების ტაძარი,რომლის ადგილასაც გასული საუკუნეების ბოლოს ავთანდილ ტაბუცაძის თაოსნობით და სახსრებით აშენდა შესანიშნავი დარბაზული  ეკლესია,სამრეკლოთი და დამხმარე ნაგებობით.დაბლით 300-400 მეტრში არის სალოცავი „ სამება“ ,სადაც ამ ბოლო დროს პატარა სამლოცველოც ააგეს

სოფლის განაპირას ერაძეების უბანში,იდგა ძველი დროის გაბრიელ მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია,რომლის დაზიანების შემდეგ 1872 წელს ,აუშენებიათ ახალი საყდარი. დღემდე ეს ეკლესია ნანგრევების სახით იყო წარმოდგენილი.ამ ბოლო წლებში ჯემალ ტოგონიძის ქტიტორობით აიგო ახალი დარბაზული ეკლესია, გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესია ითვლებოდა ძლიერ სალოცავად.

ბოლო საუკუნეებში სოფლის მუდმივმოქმედი ტაძარი იყო მთავარანგელოზთა ეკლესია,რომელიც მდებარეობს სულაძეების უბანში,სოფლის ბოლოს (რიონის ნაპირთან)  XVI  საუკუნის დარბაზული ეკლესია ,დაინგრა 1991 წლის მიწისძვრის დროს. ტაძარი მოხატული იყო,კედლის წარწერებში მოხსენიებული ყოფილა ფარახეთის ბევრი გვარი,რომელთა უმეტესობა დღეს აღარ არსებობს .  მთავარანგელოზის ეკლესიის მხატვრობა ერთ-ერთი საყურადრებო და ფრიად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ეკლესიათა გვიანი საუკუნეების „ხალხური“ მოხატულობებიდან. ფრესკებზე არსებული წარწერა გვამცნობდა რომ მხატვრობა დაუკვეთავს სუმბატ არიშიძეს.

გასული საუკუნის ბოლოს მთავარანგელოზთა ძველი ტაძრის ადგილას ,ბაქრაძეების თაოსნობით და სახსრებით აშენდა დარბაზული ეკლესია.

 

საზღვრები:   — მდებარეობს რიონის მარცხენა ნაპირზე,  რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთზე. ონიდან 14 კილომეტრში,

დასავლეთით: სოფ,შარდომეთი და სოფ ჭიბრევი.

აღმოსავლეთით :  სოფ.სევა

 

გეოგრაფია.  სოფელი ფარახეთის სერსა და მის კალთებზეა გაშენებული, სოფლიდან მრავალძლიკენ მიმავალ აღმართ გზის ირგვლივ ადგილებს უდაბურებს ეძახიან და საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს. უდაბურებში უწინ ცალკე სოფელიც ყოფილა

მდინარეები:   -ჭეშორა და მურეხანა  (ღელეში ჩამომდინარე  წყლები)

 

ტბები:

ისტორია:  ფარახეთში მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდლები იყვნენ: მაგრაქველიძე სვიმონი ( 1792 – 1840 წწ) ,  გრძელიშვილი მახარობელი ( ? – 1824 წწ), გელბახიანი სვიმონი ( 1827 – 1836 წწ), გოგრიჭიანი საბა ( 1820 – 1830-იანი წლები ), ჯაფარიძე გრიგოლი ( 1828წ) , ჯაფარიძე გიორგი (1845 – 1863 წწ ) , ჯაფარიძე პეტრე ( 1863 – 1891 წწ), გრძელიშვილი მარკოზი ( 1866-1867წწ), გავაშელიშვილი სპირიდონი ( 1892 – 1908 წწ), სალუქვაძე გიორგი ( 1908-1920წწ).

გვარები:  ფარახეთში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ შემდეგი გვარის ადამიანები: ალავიძე, არიშიძე, ბაქრაძე, ბურდილაძე, ბეჟანაშვილი, ბოსელაძე, გაბიჭირაძე, გელბახიანი, გოცირიძე, გუერაძე, ერაძე, ვარდანიძე, თურლულაშვილი, კვირიკეშვილი,ლაშაბერიძე, მაგრაქველიძე, მღვდელაძე, სულაძე, ტაბუცაძე, ტერტიაშვილი, ტოგონიძე, ქვათაძე, შოთაძე, ჩიღვინაძე, ცერგელაძე, ცინარიძე, ჯაფარიძე.

გასული საუკენეში ფარახეთში მხოლოდ შვიდი გვარის ხალხი ცხოვრობდა. ბაქრაძე, სულაძე, ტაბუცაძე, ტოგონიძე, ბურდილაძე, ერაძე, ჩიღვინაძე.

საგულისხმო, ფაქტია, რომ ფარახეთის ხსენებაზე  აუცილებლად  ცნობილი რაჭველი მესტვირეები და მესტვირული პოეზია   გაგვახსენდება. გუდასტვირი ფარახეთის სავიზიტო ბარათია. როგორც ცნობილია მესტვირეობა საქართველოში ქართლიდან გავრცელდა და სწორედ აქედან შემოუტანიათ XIX საუკუნის დასაწყისში ფარახელ დათა ბურდილაძეს ამის შემდეგ  ისე დაიხვეწა სტვირზე დაკვრისა და დამღერების  ხელოვნება , რომ ფარახელი  მესტვირეები სასურველი სტუმრები გახდნენ  საქართველოს ყველა კუთხისთვის. მათ გუდასტვირი, როგორც მუსიკალური საკრავი არსებითად გააუმჯობესეს, სხვადასხვა წყაროებიდან სოფელში  ასამდე მესტვირეს უცხოვრია რომლებიც სამი გვარის  ბურდილაძეების, ერაძეების და ტოგონიძეების წარმომადგენლები იყვნენ  ზაქარია ერაძე  და  ლუკა ტოგონიძე იყვნენ  უკანასკნელი მესტვირეები სოფ.ფარახეთიდან

ფარახეთიდან არიან გამოსული ცნობილი პიროვნებები : ტოგონიძე გუგული – ცნობილი მწერალი, ტოგონიძე დავითი – გეოფიზიკოსი , ფიხიკა- მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ტოგონიძე შოთა – პოეტი, ტოგონიძე ლუარსაბი –  საქართველოს ეკლესიის  ისტორიის მკვლევარი, ტოგონიძე კონსტანტინე –  თბილისის კერამიკული კომბინატის ყოფილი მთავარი ინჟინერი, ბურდილაძე აკაკი – რესპუბლიკის დამსახურებული ეკონომისტი, ტოგონიძე გიორგი – გეოლოგია- მინერალოგიის მეცნიერებათა  დოქტორი,პროფესორი, ტოგონიძე თამაზი – გეოლოგი,კალათბურთელი,  მსახიობი, სულაძე ბადრი-პოეტი.