დაგვიკავშირდით: (596 42 22 11)

კვაშხიეთი

download (1)

ქვეყანა: საქართველო

მხარე: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: ონის მუნიციპალიტეტი

სოფლები: კვაშხიეთი, ზუდალი, ჯოის უბანი, ხეითი, ბოყვა, ზვარეთი.

მოსახლეობა: 77 კაცი, 39 კომლი

მოსახლეობა სოფლების რაოდენობით:  კვაშხიეთი 26 (კაცი) 13 (კომლი), ზუდალი 39 (კაცი) 14 (კომლი), შრომის უბანი 2 (კაცი) 2 (კომლი), ხეითი 3 (კაცი) 3 (კომლი), ბოყვა 3 (კაცი) 3 (კომლი), ზვარეთი 4 (კაცი) 4 (კომლი).

ეროვნული შემადგენლობა: ქართველი

კოორდინატები: 42°32′47″ ჩ. გ. 43°24′14″ ა. გ.

მდებარეობა: ზღვის დონიდან   960 მ სიმაღლეზეა.

სოფლის ტერიტორია: გაშლილია  4536.83 კვ.კმ-ზე.

ტაძრები: სოფლის ზემოთ არის ადგილი ზედვაკე,სადაც ძველი ეკლესიის ნანგრევებია და დღეს სალოცავად გამოიყენება, ერთი სალოცავი  ლეკვაშვილების უბანშიცაა, სადაც ადრე  პატარა ხის ეკლესიაც მდგარა, არის კიდევ ერთი სალოცავი „ საჯვარე“ სადაც, სადაც ადრე საჯვარეობა იმართებოდა ხოლმე.

სოფლის შუაგულში შემაღლებულ ადგილას დგას  XIX საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია.ტაძარი 1892-1897 წლებშია აგებული არქიტექტორ ვერცინსკის პროექტით  და საკმაოდ მაშტაბური ზომებისაა ( 16 x 8 მ.)საყდრის კამარისებური გადახურვა ქვიტკირისვე ყოფილა,რომელიც 1920- იან წლებში აუფეთქებიათ ათეისტებს.საყდარი უსახურაოდ იყო დარჩენილი 1980 იან წწლებამდე.ვალერი გოშაძის ინიციატივით და  ხელმძღვანელობით ეკლესიას გაუკეთდა თუნუქის სახურავი.

გეოგრაფია

მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში,  მდინარე ხეორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე.

საზღვრები:

 

სამხრეთით – სოფლები ხეითი და ზვარეთი

ჩრდილოეთით – სოფელი ზუდალი

ისტორია

ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XV საუკუნიდან.1442-1446 წლებს შორის შედგენილი საბუთით.   ვახტანს მეფემ გელათს შესწირა კვაშხიეთს ქოჩლასძე გლეხებით ცეცასძე“.სოფელში ორი დიდი უბანია – ზედა და ქვედა უბანი.  ქვედა უბანი ხეორის ორივე  მხარესაა გაშენებული.

XVI  საუკუნის ერთი საბუთი (შწირულობის წიგნი) გვეუბნება: „ ჩვენ ერისთავის შვილთა დავით და ლომინმან  გკადრეთ  და მოგახსენეთ დიდებულსა საყდარსა გაენათისასა  თქვენი მკვიდრი მამული რაჭას  სოფელი კვაშხიეთი ჟამთა  გამოცვლილობისაგან  საერისთაოდ შექმნილიყო და ესე არა ეგებოდა ვითარცა საყდრის მამული გქონებოდა და ახლად შემოგწირეთ“) .აქ კარგად ჩანს , რომ კვაშხიეთი ოდითგანვე  გელათზე ყოფილა შეწირული, მაგრამ ერთხანს რაჭის ერისთავების მფლობელობაში გადასულა.

კვაშხიეთი ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ადგილია რაჭაში.ამის დასტურად საკმაო მასალა არსებობს,ხილული თუ ჯერ-ჯერობით უხილავი..დავიწყოთ იქედან,რომ  რაჭის ტერიტორიაზე მხოლოდ  კვაშხიეთშია შემორჩენილი ორი უძველესი მეგალითური ყორე, ნაშენი უზარმაზარი ლოდებისგან. შედარებით დიდი ყორეს სიგრძე  26 მეტრია,სიმაღლე კი 4 მეტრი.საყოველთაო აზრით, ასეთი ნაგებობები მიეკუთვნება ძვ.წ. III- II  ათასწლეულებს.ეს კი ისევ და ისევ  რაჭის დიდ წარსულზე მეტყველებს. მეტად საინტერესოა  ამ ყორეთა აგების ტექნიკური მხარე, თუ როგორ, რა  საშუალებით მოჰქონდათ და ალაგებდნენ ვეება  ლოდებს წესიერი წყობით.ეს ფაქტი ჩვენი შორეული წინაპრების შრომით კულტურაძე მეტყველებს.

ადგილ ვაკეში უპოვიათ ძველი წყალგაყვანილობის თიხის მილის ფრაგმენტი,რაც ხეორის ხეობის დაწინაურებული კულტურის კიდევ ერთი მაჩვენებელია.

კვაშხიეთს სახელი გაუთქვა  ელინისტური ხანის სამარხეულმა ინვენტარმა,რომლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოიპოვა გერმანე გობეჯიშვილმა.ქვიშხანთას ქედის კალთაზე  ადგილ შეთაში გამოვლენილმა  უძვირფასესმა  არქეოლოგიურმა  მასალამ  იმთავითვე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება.

ბუნებისგან შექმნილი უნიკალური ძეგლებიდან მეტად საინტერესოა ვაკევაში არსებული,მიწის სიღრმეში მიმავალი დიდი ხვრელი,საიდანაც გამუდმებით უბერავს ზაფხულს ცივი და ზამთარს თბილი ნიავი,ეს უსათუოდ მიანიშნებს მიწისქვეშეთში  დიდი დარანების არსებობას,რაც სპელოლოგთა  ინტერესების სფეროს განეკუთვნება. კვაშხიეთში სახლობდნენ შემდეგი გვარები:  ძირითადად გოშაძე, ლებანიძე, ასვე არჩვაძე,ბურდილაძე, გაგნიძე.

გამოჩენილი ადამიანები:

სოფლის გამოჩენილი ადამიანები არიან : ლებანიძე მურმანი- დიდი ქართველი პოეტი. გოშაძე გივი- ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი , პროფესორი . გოშაძე თენგიზი – კინორეჟისორი,  გოშაძე მანანა – ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლებანიძე ქრისტესია – რესპუბლიკის სახალხო მხატვარი, ლებანიძე ნოდარი –  მედიცინის დოქტორი,პროფესორი,ლებანიძე გიორგი – მწერალი,ჟურნალისტი,ლებანიძე ზაირა –  ცნობილი მსახიობი  ლებანიძე დავითი – მედიცინის დოქტორი, არჩვაძე დავითი – მომღერალი.

67_big 1346520 35862006