დაგვიკავშირდით: (596 42 22 11)

ცხმორი

download

ქვეყანა: საქართველო

მხარე: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: ონის მუნიციპალიტეტი

სოფლები: ცხმორი, ბაჯიხევი, ღუნდა, ფსორი.

მოსახლეობა: 87 კაცი, 65 კომლი

მოსახლეობა სოფლების რაოდენობით:  ცხმორი 36 (კაცი) 31 (კომლი), ბაჯიხევი 29 (კაცი) 20 (კომლი), ღუნდა 16 (კაცი) 11(კომლი), ფსორი 6 (კაცი) 3 (კომლი),

ეროვნული შემადგენლობა: ქართველი

კოორდინატები:  42°32′06″ ჩ. გ. 43°29′02″ ა. გ.

მდებარეობა: ზღვის დონიდან 1280 მ.

სოფლის ტერიტორია: გაშლილია  6202,89 კვ.კმ-ზე.

ტაძრები: სოფლის განაპირას (მაისურაძეების უბანში) : ქოლოსის წმ.გიორგის სალოცავია,ხოლო სოფლის მეორე ბოლოს- ლერწუანის წმ.გიორგის სალოცავი

სოფლიდან ცოტა მოშორებით  მთაში იდგა „ფიცართის“ წმ.გიორგის ეკლესია, ნაგები ხისგან.1990 -იან წლებში ათეისტებმა საყდარი დაშალეს,საეკლესიო ნივთები კი  გაანადგურეს, ერთი   ძვირფასი  ჯვარი დიაკონ მელიტონ კობერიძეს გადაუმალავს და გადაურჩა ხელყოფას. 1990 წლების ბოლოს  გელა კობერიძის ტაოსნობით და შემწეობით აიგო ახალი ტაძარი.

სოფლის შუაგულში ( ფხალაძეებისა დ კვირიკაშვილების უბანზე) იდგა  ძველი დროის მთავარანგელოზ გაბრიელის ეკლესია,რომლის სიძველით ჩამოქცევის  შემდეგაც ( ალბათ XVIII საუკუნეში) აუგიათ ხის ტაძარი.1840 -იან წლებში ისიც დაზიანებულა და 1851 წელს ააგეს ისევ ხის ეკლესია. დღეს ამ ადგილას ტყიანი ადგილია და  ბოლო ხანს გადაწყდა ამ ადგილას ტაძრის მშენებლობა.

გამომგონებლები ძმები ზურაბ და კოტე მაისურაძეები და თენგიზ კალატოზიშვილი ხმორის თემში ისტორიული ძეგლები არ არის. მაგრამ ადგილები: „სასახლე,“ “ეზო,” “ნასახლარი,” “ნაკალოვარა,” “ქურთუბანა” – მიგვანიშნებს რომ ამ ადგილებში ოდესღაც მოსახლეობა იყო. არის ძველი ნამოსახლარები ადგილ “ლერწუანზე,” “გოდაბრიელაზე” მაგრამ ციხე-კოშკები საკრებულოს სოფლებში არ არის. ეკლესიის შენობა მთავარ ანგელოზ გაბრიელის სახელობის, რომელიც ცხმორში იყო, გასაბჭოების შემდეგ კომუნისტებმა და კომკავშირელებმა დაანგრიეს. ამჟამად ერთი საგვარეულო ეკლესია ააშენეს ცხმორში, კობერიძეების უბანზე.

საზღვრები:

აღმოსავლეთი – სამხრეთ ოსეთში მდებარე მთა ვატრა, ღვალვანის მთები, სადვალო;

დასავლეთი– სოფლები: ქორთა და ჟაშქვა,

სამხრეთი – რაჭა-იმერეთის მთები;

ჩრდილოეთი – მდინარე ჯეჯორა.

 

გეოგრაფია

ლაჩთა- შეუბანი  მდებარეობს მდ.რიონის მარჯვენა ნაპირზე,ონის მოპირდაპირედ.დასავლეთიდან მას ესაზღვრება სოფ.ლაჩთა ზ.დ. 900 მ,ხოლო შეუბანი ზ.დ.1160 მ.

მდინარეები და ტბები: ვრცელდება. ცხმორში ოთხი გოგირდოვანი წყალია სოფლის ახლოს. სამი – ცოტა მოშორებით. ასევე ცნობილია გოგირდოვანი წყალი ბაჯიხევში – წყალთაშუას გოგირდიანი წყარო. გოგირდოვან წყაროზე სამკურნალო აბანო ფუნქციონირებდა სოფელ ცხმორში, რომელსაც სამკურნალო თვისებებით შორს ჰქონდა სახელი გავარდნილი. მკურნალობდნენ გოგირდის ტალახით და ვანებით, ძირითადად, რადიკულიტს. ძლიერი სამკურნალო თვისებებისაა “საჩქეფელას” გოგირდოვანი წყალი. ადრე ამ წყალზე აბანო იყო გაკეთებული სიკო მაისურაძის მიერ და მოსახლეობა სარგებლობდა. საინტერესო იყო “სასუნთქელაც”, რომელიც სორგითის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამ ადგილებში ამოდის თავისებური სუნის (მინერალურ წყლებს ახლავს) მქონე გაზი, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს თავისტკივილის, თავბრუსხვევის, გრიპით და ასთმით დაავადებულთათვის. მინერალური წყლებით მდიდარია ღუნდაც. განთქმულია მათი “ვეძა” და სოფელთან ახლოს მდებარე “მჟავე” წყალი. მინერალური წყლებიდან გამოირჩევა ცხმორში მდებარე “მწყისრების” მჟავე წყალი, რომელიც შემადგენლობით უახლოვდება უწერის წყლებს. მოსხლეობა იყენებს “ლოშირაურის,” “ერმილეს,” წყაროს წყლებს. მინერალურ და გოგირდოვან წყლებთან ერთად თემი სოფლები მდიდარია მდინარეებით, ტბებით, წყაროს წყლებით. მდინარეთაგან ყველაზე დიდია მდ. ჩორდულა, შემდეგ – ბორჯანა. ჩორდულა სათავეს იღებს ლესორის მთიდან, შემდგ დიდ შენაკადს იერთებს ადგილთან, რომელსაც “წყალთაშუას” უწოდებენ. აქ მდინარემ მოგლიჯა ხიდი და ის აღდგენას საჭიროებს. მდინარე ბორჯანაზე  2 ჩანჩქერია აქედან ერთერთი არის უნიკალური ჩანჩქერი “საჩქეფელა,” რომელიც მაღალ კლდეებს შორის გადმოედინება და ერთერთი საუკეთესოა საქართველოში. იგი სამ სართულად ჩამოედინება ძირს და ზაფხულობით ძალიან ბევრ მნახველს იზიდავს. სამწუხაროდ, მისასვლელი ბილიკები ცუდი და სახიფათოა მნახველებისთვის. ამ ჩანჩქერებთან პიტალო კლდეში არის გამოქვაბული, რომელზეც ამბობენ, რომ იგი ისეთივე გამოყენების იყო ძველად, როგორც არის სოფელ ჩასავალში მდებარე გამოქვაბული. ცხმორის ეს ჩანჩქერები საინტერესოა იმითაც, რომ მათი ენერგია შეიძლება გამოყენებული იქნა ელექტროსადგურის ასაგებად.

 

ისტორია

დღემდე შემორჩენილია თქმულება  სოფელი დაუარსებიათ აჭარიდან დევნილებს.ოდესღაც  ძნელბედობის ჟამს, ქედის რაიონის სოფ. ცხმორისიდან აყრილი მოსახლეობის ერთი ნაწილი  რაჭაში შემოხიზნულა და დასახლებულა, ახალი საცხოვრებლისთვის  ძველი ფუძის სახელი შეურქმევიათ და ასე გაჩნდა ცხმორი. აღსანიშნავია რომ მსგავსი  თქმულება   ცხმორისშიც ყოფილა შემონახული.

ცხმორის ტერიტორიაზეა  მინერალური და გოგირდოვანი  წყლების სიმრავლის გამო.გეოლოგების ვარაუდით  აქ სამრეწველო მნიშვნელობის  ბარიტისა და  ტყვიის საბადოებია.

ცხმორიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით  ორიოდე კილომეტრში ვრცელი ვაკე ადგილი გოდაბრიელაა,სადაც უწინ აქ სოფელი ყოფილა.მიკვლეულია რამდენიმე ნასახლარი.ნასოფლარი თითქმის ტყითაა დაფარული.გადმოცემით აქ გოდაბრიელაძეებს უცხოვრიათ რომლებიც შემდეგ  რაღაც მიზეზით იმერეთში გადასახლებულან.ბოლო ხანებში  აქ მიკვლეულია შირიმის ქვით  ნაშენი  შენობის ნაშთისთვის,ყველა ვარაუდით აქ ეკლესია უნდამდგარიყო

გოდაბრიელას სიახლოვეს ნაძვნარში არის ადგილი  „ნაგოსპიტალა“,თქმულებით აქ ავადმყოფებს კურნავდნენ სუფლის შესასვლელშია  ადგილი სასახლე,სადაც აღმოჩენილია ნაგებობის ნაშთები ჯერ კიდევ შეუსწავლელი.

ცხმორში ცხოვრობდნენ შემდეგი გვარის ადამიანები: ბასიკიშვილი,ბურდილაძე, გაგნიძე,  გურული,იაშვილი, კვირიკაშვილი, კობერიძე, მაისურაძე,  ფხალაძე, ჯაფარიძე, ჯოხაძე.

 

 

გამოჩენილი ადამიანები:

ცხმორიდან არიან გამოჩენილი ადამიანები– ერმალოზ კობერიძე – გენერალ-მაიორი,სსრ კავშირის გმირი,მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მაისურაძე კოსტა –  ლეგენდარული მოჭიდავე ძალოსანი ,შოუმენი, კობერიძე ოთარი ,- მსახიობი საქართველოს სახალხო არტისტი,კობერიძე კონსტანტინე – ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი.  კვირიკაშვილი  შალვა – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იტალიაში პარტიზანული მოძრაობისას დაიმსახურა  გარიბალდის ვარსკვლავი. მაისურაძე ვლადიმერი – საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და სხვანი.

 

9db8cf8a5cff  images (1) images