დაგვიკავშირდით: (596 42 22 11)

       პიპილეთი

ქვეყანა: საქართველო

მხარე: რაჭა-ლეჩხუნი და ქვემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: ონის მუნიციპალიტეტი

სოფლები: პიპილეთი, ჟაშქვა, ონჭევი, სორგითი.

მოსახლეობა: 144კაცი.  69 კომლი

მოსახლეობა სოფლებბის რაოდენობით: პიპილეთი -49 (კაცი) 23 (კომლი), ჟაშქვა 40  (კაცი) 22 (კომლი), ონჭევი 48 (კაცი) 18  (კომლი), სორგითი 7 (კაცი), 6 (კომლი).

ეროვნული შემადგენლობა: – ქართველი 99 %

კოორდინატები:

მდებარეობა: სოფელი პიპილეთი მდებარეობს ზღვის დონიდან 960 მ.

ტერიტორია: გაშლილია 4628.76 კვ.კმ-ზე

ტაძრები:  განვითარებული შუა საუკუნეების წმ.გიორგის დარბაზული ეკლესია იდგა მდ.ჯეჯორას მარჯვენა ნაპირზე, მშვენიერ და მყუდრო ადგილზე. გ.ბოჭორიძის აღწერილობით: „ იგი ერთნავიანი შენობაა( 10,75×6,27მ),ნაშენი შირიმის თლილი ქვითა და კირისაგან… ეკლესიაში არის მომრგვალო ქვა შემკული ჩუქურთმებით. იქნებ იგი  ქვის კანკელის ნაშთი იყოს.ეკლესია შესანიშნავი შენობაა. იგი განახლებულია  XIX  საუკუნის ბოლოს“ ეს მშვენიერი ტაძარი, შეკეთების მაგიერ  1940-იან წლებში დაანგრიეს ათეისტებმა. ეკლესიიდან მხოლოდ  საძირკველიღაა დარჩენილი.ონის  მხარეთმცოდნეობის მუზეუმში  დაცულია ძალზედ საინტერესო მე-10 საუკუნის პიპილეთის ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები და სხვა არქიტექტურული დეტალები  სოფელში იდგა მეორე გვიანი ფეოდალური ხანის შირიმის ქვით ნაგები წმ.გიორგის ეკლესია,მანაც ძველი ტაძრის ბედი გაიზიარა და 1951 წელს დააქციეს ათეისტებმა.

პიპილეთის წმ.გიორგის ეკლესიაში უამრავ მღვდელს უმოღვაწებია,მათგან ჩვენთვის ცნობიია  XIX – XX  საუკუნეებში მომსახურე სასულიერო პირები: სურღულაძე  თადეოზი ( 1803 – 1847 წწ), ნანუკაშვილი გრიგოლი ( ? – 1838 წ), მაქარაშვილი იოანე ( 1826 – 1835 წწ), პეტრიაშვილი ნიკოლოზი ( 1828 – 1846 წწ), გოგრიჭიანი იოსები ( 1846 _ 1890 წწ), აბესალაშვილი იოანე ( 1890 – 1917 წწ).