დაგვიკავშირდით: (577 37 78 71)

შეუბანი

62916737

ქვეყანა: საქართველო

მხარე: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: ონის მუნიციპალიტეტი

სოფლები: შეუბანი, ლაჩთა, ჭალა, ხურუთი, ნიგვზნარა, წოლა.

მოსახლეობა: 412 კაცი, 172 კომლი

მოსახლეობა სოფლების რაოდენობით:  შეუბანი 91 (კაცი) 50 (კომლი), ლაჩთა 155 (კაცი) 47 (კომლი), ჭალა 43 (კაცი) 21(კომლი), ნიგვზნარა 54 (კაცი) 20 (კომლი), ხურუთი 47 (კაცი) 19 (კომლი), წოლა 22 (კაცი) 15 (კომლი).

ეროვნული შემადგენლობა: ქართველი

კოორდინატები:  42°35′36″ ჩ. გ. 43°26′24″ ა. გ.

მდებარეობა: ზღვის დონიდან  შეუბანი 1160 მ სიმაღლეზეა.

სოფლის ტერიტორია: გაშლილია  5091,95 კვ.კმ-ზე.

ტაძრები: ლაჩთაში იდგა ძველი  დროის წმ.გიორგის ეკლესია.იოსებ ჭიჭინაძე აღნიშნავს (1827 წ.) ,რომ აქ იყო სპონტიკის ქვით ნაშენი ტაძარი.შემდგომში ტაძარი ჩამონგრეულა სიძველით და მის ადგილას 1851 წელს ააგეს ახალი ხის საყდარი. 1940  იან წლებში  ეკლესია დაშალეს.

სოფლის ზემოთ, მაღალ მთიან სერზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების ( ხელოვნებათმცოდნეები  „ სინაწმინდას“ X-XI   საუკუნეებით ათარიღებენ) დაზიანებული ეკლესია _ „ სინაწმინდა“ (იგივე თავასა), სადაც თქმულების მიხედვით დიდი სიწმინდე -თამარ დედოფლის ერთი  ნაწნავი ინახებოდა.ადრე აქ მონასტერი იყო,რომელიც 1920 -იან წლებში დაზიანდა

სოფელშია სალოცავი „საჯვარე,“ სადაც 1930 -იან წლებამდე  ხის ეკლესიაც მდგარა.ასევე სოფელში არის კიდევ სხვა სალოცავებიც: „ჯვარი“, „საელიო“,  და „საკვირაო“

სოფ.ლაჩთაში არის ფეოდალური ხანის რამდენიმე ციხის ნანგრევი.ერთი კოშკის სამი სართული კი დღესაც დგას .

2008 წელს ნუკრი ჩიკვილაძემ, ძმებმა გელა და რამაზ ჩიკვილაძემ საკუთარი სახსრებით  ააგეს მშვენიერი წმ.გიორგის სახელობის გუმბათოვანი  ტაძარი. კედლები მოპირკეთებულია თათრი ქვით. ლაჩთის წმ.გიორგის ეკლესიაში ყოველდღიური  მღვდელმსახურება  დაიწყო ( შსაძლოა განახლდა )  1850 წლებში.მანამდე მოსახლეობა სოფ.ჭალის წმ. სამების ეკლესიაში ლოცულობდა.

ლაჩთის წმ.გიორგის ეკლესიის მღვდელმსახურები იყვნენ: ჩიკვილაძე იოანე ( 1857 – 1867 წწ ) ,  გორდეზიანი ნიკოლოზი (1867- 1872 წწ), კურცხალია ალექსი ( 1870 – 1876 წწ ) გიორგობიანი დავითი (  ( 1876- 1883 წწ) ,ბაქრაძე ალექსი ( 1883 – 1885 წწ), გორდეზიანი პავლე ( 1885 1917 წწ).

გეოგრაფია

ლაჩთა- შეუბანი  მდებარეობს მდ.რიონის მარჯვენა ნაპირზე,ონის მოპირდაპირედ.დასავლეთიდან მას ესაზღვრება სოფ.ლაჩთა ზ.დ. 900 მ,ხოლო შეუბანი ზ.დ.1160 მ. ონიდან 2

ისტორია

ლაჩთა-შეუბანი ისტორიულ წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან. შეუბანს დიდი ფართობი უჭირავს ჩრდილო-დასავლეთით კუპრის მთის მიმართულებით.

შეუბნის თემი მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში და აერთიანებს შემდეგ სოფლებს ,ლაჩთა შეუბანი, ჭალა ,ნიგვზნარა,ხურუთი,წოლა.

სოფლის თავსერთ ადგილას დიდი ქვებისგროვაა, რაც იქცევს მნახველის ყურადღებას,ამის შესახებ ასეთი თქმულება არსებობს: წყარო „წყაროგვილის“ სიახლოვეს უწინ მებატონეს უცხოვრია,რომელიც წყაროს დაპატრონებია და აუკრძალავს მოსახლეობისთვის მისი გამოყენება. ერთ დღეს დიდი მიწისძვრისას კლდოვანი მთა მორღვეულა და მებატონის სახლი მთლიანად დაუმარხავს. როგორც ამბობენ, ადრე ამ ლოდების გროვაში რაღაც საოჯახო მივთებს პოულობდნენო.

სოფლის  ვრცელ ტერიტორიაზე წინა საუკუნეებში რამდენიმე პატარა სოფელი ყოფილა: კილითი, თეთრა და ნაონები.

1885წელს რაჭაში იმოგზაურა იმერეთის ეპისკოპოსმა მეუფე გაბრიელმა,როგორც  სასულიერო პირი მამა მიხეილ გავაშელიშვილი მოგვითხრობს ყოვლად სამღვდელოს ლაჩთაში შეუკრებია  ზემო რაჭის საბლაღოჩინოს მღვდლები და მიუცია დარიგებები სხვადასხვა საეკლესიო საქმეთა შესახებ.

შეუბნის  სხვადასხვა  დროს  ცხოვრობდნენ გვარის  ადამიანები: იაშვილი, ერაძე, ბროლაშვილი, დევიძე, მაჭარაძე,  მერაბიშვილი (გვარის ჯაფარიძე ვისიანთობის აღმნიშვნელია), ნამზითვიშვილი, რთველაძე, ტაბუცაძე, ტყეშელაშვილი, ყავლაშვილი, ჩიკვილაძე, ჯაფარიძე.

სოფელ ლაჩთაში არის უნიკალრი მინერალური წყალი,რომელიც ნარვლის ბუშტის სამკურნალოდ გამოიყენება.

მუზეუმის ფონდში ინახება 1949 და 1958 წლებში ჩაწერილი ცნობილი “შეუბნური ალილო”. აღნიშნული სიმღერის ჩანაწერების ორიგინალი თბილისში, კონსერვატორიის ფონდშია დაცული.

 

გამოჩენილი ადამიანები:

შეუბნიდან არიან გამოსული ცნობილი ადამიანები: ჩიკვილაძე ნანა – ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ტყეშელაშვილი ელგუჯა –  პროკურატურის  დამსახურებული მუშაკი, ყავლაშვილი შოთა-არქიტექტორი,თბილისის მთავარი არქიტექტორი 1970-1989 წლებში.

 

87_big  38093_429293959200_7484001_n 34203440